მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვისოლის“ უპრეცედენტო გათამაშება დაბრუნდა, სადაც ერთგული მომხმარებელი საწვავის ჩამსხმელ ოპერატორთან ერთად იგებს

„ვისოლის“ უპრეცედენტო გათამაშება დაბრუნდა, სადაც ერთგული მომხმარებელი საწვავის ჩამსხმელ ოპერატორთან ერთად იგებს
01.07.24 14:26
281

„ვისოლის“ უპრეცედენტო გათამაშება დაბრუნდა! დღეიდან ერთგულ მომხმარებელს მომსახურე ჩამსხმელ-ოპერატორთან ერთად ისევ აქვს შესაძლებლობა მოიგოს 6 ცალი BMW X1, 2024, 36 ცალი IPhone 15 Pro, 350 ცალი 1000, 200 და 100 ლარის ღირებულების საწვავის ვაუჩერი და „ვინტოს“ავტომომსახურების 20 ცალი 500 ლარიანი ვაუჩერი.

მომენტალური გათამაშების ფარგლებში მოგების შანსი აქვს როგორც ერთგულ მომხმარებელს, რომელიც „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 50 ლარის და მეტი ღირებულების ნებისმიერი ტიპის (ბენზინისა და დიზელის) საწვავს შეიძებს, ისე ოპერატორს, რომელიც იღბლიანი ტრანზაქციისას მოემსახურება მომხმარებელს. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება მომენტალურად, შემთხვევითობის პრინციპით, საწვავის შეძენისა და ლოიალობის სისტემის აპლიკაციის/ბარათის გატარებისთანავე. გამარჯვებული მომხმარებლისა და ჩამსხმელი ოპერატორის პრიზებიც იდენტურია. შესაბმისად, „ვისოლის“ გათამაშებას ყოველ ჯერზე ორი გამარჯვებული ყავს. მოგების შესახებ ინფორმაციას კი მომხმარებელი მომენტალურად მიიღებს SMS შეტყობინების სახით. საწვავის ჩამსხმელი ოპერატორიც ტრანზაქციისასვე შეიტყობს გამარჯვებას.

„“ვისოლს“ - შესვენების და შევსების ერთადერთ კომპანიას საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს გზად საჭირო ყველა სერვისს და პროდუქტს, განსაკუთრებულად ერთგული მომხმარებელი ყავს. იმისათვის, რომ მათთვის „კეთილი მგზავრობა“ ეკონომიურადაც საგრძნობი ყოფილიყო, ლოიალობის სისტემაც შევქმენით. უპრეცედენტო გათამაშებით კი, რომელიც 2023 წელს დავიწყეთ, მათ არა მხოლოდ ყველაზე დიდი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობა აქვთ საწვავზე, არამედ მოგების ბედნიერების გაზიარება მომსახურე ჩამსხმელ ოპერატორთან ერთად შეუძლია, რაც გამარჯვებას კიდევ უფრო ემოციურს ხდის. მით უფრო მიმდინარე წელს პრიზების რაოდენობა და მზიდველობაც გავზარდეთ, რაც გამარჯვების მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებს“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

უპრეცედენტო გათამაშება „ვისოლის“ ლოიალობის სისტემის მომხმარებელთა წასახალისებლად დაიგეგმა და მათ სატელეფონო აპლიკაციის თუ ბარათის საშუალებით დღეს არა მხოლოდ მომენტალური 15 თეთრი და მეტი ფასდაკლების მიღება შეიუძლიათ თითოეულ ლიტრ საწვავზე, არამედ გათამაშებაში გამარჯვების რეალური შანსი აქვთ. „ვისოლში“, „სმარტსა“ და „ვინტოში“ განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით ლოიალობის სისტემით საწვავზე 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შესაძლებელია. დამატებით მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით ერიცხება. ქულების დახარჯვა კი როგორც „ვისოლის”, ისე “სმარტისა” და “ვინტოს” ობიექტებში შეიძლება.

„თანამშრომელთა მოტივაცია „ვისოლის“ ყოველდღიური საზრუნავია. მოხარული ვართ, რომ საწვავის ჩამსხმელ ოპერატორებს, რომლებიც ყველაზე რთულ, ცვალებად გარემოსა და ამინდში, ემსახურებიან ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელს და „კეთილ მგზავრობას“ უსურვებენ მათ, საშუალება აქვთ თავადაც იყვნენ წამახალისებელი გათამაშების მონაწილენი. გამარჯვების სიხარულის გაზიარება ერთგულ მომხმარებელთან ერთად მათთვის ასე უფრო მძაფრი და ემოციურია. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი ძალისხმევა ადამიანური რესურსების მოზიდვასა და მათ მოტივაციაში დაგვეხმარება“ აცხადებს „ვისოლის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თიკა ქერაშვილი.

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე 24 წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდგომ განვითარებას ბრენდის განახლებული სტრატეგიით განაგრძობს და მომხმარებელს საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილებას გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, ახალი დიზაინ კონცეფციით, ლოიალობის სრულყოფილი სისტემით და სათქმელით - „კეთილი მგზავრობა“ - უქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები