მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვისთან ვაჭრობს საქართველო - 2025 წლის სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგი

ექსპორტ - იმპორტი

საქსტატმა 2025 წლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 7.3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე რაც წლიურად 11% ზრდაა, იმპორტის მოცულობა კი 18.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 9.7%-ით არის გაზრდილი.

სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან პირველ ადგილს იკავებს თურქეთი, რომელთანაც ბრუნვა 3.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, აქედან საქართველოს ექსპორტი 333 მილიონი დოლარი, იმპორტი კი 2.8 მილიარდი დოლარი იყო. მეორე ადგილზეა ბრუნვის მიხედვით აშშ, რაც მთლიანობაში 2.84 მილიარდ დოლარს შეადგენს. აშშ-სთან ვაჭრობაში უდიდესი ნაწილი - 2.7 მილიარდი დოლარი იმპორტზე მოდის, სადაც მეორადი მსუბუქი ავტომობილები ჭარბობს. სავაჭრო ბრუნვით კი მესამე ადგილზეა რუსეთი, რომელთანაც 2025 წელს საქართველოს 2.68 მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდა. აქედან ექსპორტი 749 მილიონი დოლარი, იმპორტი კი 1.93 მილიარდი დოლარი იყო.

უმსხვილესი სავაჭრო ბრუნვის მქონე ქვეყნების პირველ ათეულში ორი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა - გერმანია და ბულგარეთი. გერმანიასთან სავაჭრო ბრუნვა 1.3 მილიარდ დოლარს აღემატება, საიდანაც იმპორტი 1.28 მილიარდი დოლარი, ექსპორტი კი 72 მილიონი დოლარია. გერმანიიდან იმპორტში წამყვან ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. რაც შეეხება ბულგარეთს, საქართველო-ბულგარეთის სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 577 მილიონი დოლარი იყო, საიდანაც ექსპორტი 237 მილიონ დოლარს, იმპორტი კი 320 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ყირგიზეთმა სავაჭრო ბრუნვის რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა 1.5 მილიარდი დოლარით. ამ ქვეყანაში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობით, იმპორტი კი მინიმალური მოცულობის იყო და $5 მილიონს შეადგენდა.

2025 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგი ასე ნაწილდებოდა:

# ქვეყანა სავაჭრო ბრუნვა იმპორტს პლუს ექსპორტი (მლნ დოლარი) ექსპორტი - მილიონი დოლარი იმპორტი - მილიონი დოლარი
1 თურქეთი $3,108 მლნ; $333 მლნ; $2,775 მლნ;
2 აშშ $2,844 მლნ; $120 მლნ; $2,724 მლნ;
3 რუსეთი $2,688 მლნ; $749 მლნ; $1,939 მლნ;
4 ჩინეთი $2,313 მლნ; $328 მლნ; $1,985 მლნ;
5 ყირგიზეთი $1,504 მლნ; $1,499 მლნ; $5 მლნ;
6 გერმანია $1,359 მლნ; $72 მლნ; $1,288 მლნ;
7 აზერბაიჯანი $1,358 მლნ; $697 მლნ; $661 მლნ;
8 ყაზახეთი $1,001 მლნ; $910 მლნ; $91 მლნ;
9 სომხეთი $786 მლნ; $553 მლნ; $233 მლნ;
10 ბულგარეთი $557 მლნ; $237 მლნ; $320 მლნ;
11 დანარჩენი ქვეყნები $8,302 მლნ. $1,794 მლნ. $6,509 მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები