რუსთაველის გამზირზე დაძაბული ვითარებაა.
სპეცრაზმი პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.
ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების ინფორმაციით, აქციაზე, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ასევე, სავარაუდოდ, საპოლიციო ძალებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ამ დროისთვის, სპეცრაზმს დაკავებული აქვთ ჭიჭინაძის ქუჩა.
უკვე მესამე ღამეა, სპეცრაზმი ძალის გამოყენებით შლის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე.