მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Viterra რუსეთში მარცვლეულით ვაჭრობის შეწყვეტას გეგმავს - Bloomberg

64255b9d9c894
მარიამ ვარადაშვილი
30.03.23 14:16
426
Viterra რუსეთში მარცვლეულით ვაჭრობის შეწყვეტას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. კანადური კომპანია რუსული მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სურსათის მსხვილი ექსპორტიორი ამერიკული კომპანია Cargill-ი რუსული მარცვლეულის ექსპორტზე უარს ამბობს. როგორც Reuters წერს, ამერიკულმა კომპანიამ ექსპორტის შეწყვეტაზე რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე შეატყობინა.

Cargill-ი რუსული მარცვლეულის გაყიდვას ექსპორტის ახალი სეზონის დაწყებისთანავე, პირველი ივლისიდან შეაჩერებს.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სააგენტოს განუცხადა, რომ კომპანიის გადაწყვეტილება გავლენას ვერ იქონიებს რუსული მარცვლეულის ექსპორტზე და ქვეყანა მარცვლეულის მსოფლიო ბაზრისთვის მიწოდებას გააგრძელებს. რუსული გამოცემა RBC-ს ინფორმაციით, 2022-2023 წლის სეზონზე Cargill-ი ექსპორტზე 2.2 მლნ ტონა რუსულ მარცვლეულს გაიტანს, რაც რუსეთის მარცვლეულის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 4%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები