მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით ნინო ჩაკვეტაძის პერსონალური გამოფენა გაიმართება

60a4f009e991e
BM.GE
19.05.21 15:50
782
20 მაისს, 12:00 საათზე, ვითიბი ბანკის ვაკის ფილიალში (მის: ი.ჭავჭავაძის N2), ნინო ჩაკვეტაძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 17 ფერწერული ნამუშევარი, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა.

ნინო ჩაკვეტაძე ცნობილი მხატვარი და საბავშვო წიგნების ილუსტრატორია. 2015 წელს ის ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო დაჯილდოვების ნომინანტი გახდა. მისი ნამუშევრები შთაგონებულია ბავშვობის მოგონებებით და ასახავს მათ ემოციებს, რომლებიც ასე ახლოა თითოეული ჩვენთაგანისთვის. მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენაში, ჩატარებული აქვს რამდენიმე პერსონალური გამოფენა.

გამოფენის დათვალიერება ვითიბი ბანკის ვაკის ფილიალში (ი. ჭავჭავაძის N2) 4 ივნისის ჩათვლით, 12:00-დან 18:00 საათამდე, იქნება შესაძლებელი.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები