მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიზალიბერალიზაცია ქართველი ხალხის მონაპოვარია და არა "ოცნების" - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე
18.04.25 16:05
287

ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა “ოცნების”, - ასე ეხმაურება "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ევროკავშირთან უვიზო შეთანხმების შესახებ "ოცნების" მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

"ის, რაც ეკუთვნის ხალხს, დარჩება ხალხთან!ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია! ვიბრძოლებთ და დავიცავთ ამ მონაპოვარს ბოლომდე", - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატის და პარლამენტის ვიცესპიკერის ნინო წილოსანის თქმით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ნამდვილად არის კომფორტი, მაგრამ ეს კომფორტი "ოცნების" მმართველობისას მიღებული დამსახურებაა.

ამასთან, გუშინ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მას უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვს.

ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს 61 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში 90 დღით, 180 დღის განმავლობაში. საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას 2017 წლის მარტში მიაღწია.

EU უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას წლის ბოლომდე გეგმავს - ეს საქართველოს და კიდევ 60 ქვეყანას ეხება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები