მეღვინეობამ „მუკუზანი ღვინის სარდაფი“ 2025 წლის 12 აპრილს სოფელ მუკუზანში სადეგუსტაციო სივრცე და ღვინის მუზეუმი გახსნა. როგორც კომპანიის მთავარი მეღვინე, ვაკო ქათამაძე BM.GE-სთან აცხადებს, ობიექტი მაღალი ტურისტული დატვირთვით სარგებლობს.
მისივე ცნობით, ტურისტულ ობიექტს სტუმრობენ როგორც ტურისტული ჯგუფები, ისე ინდივიდუალური ვიზიტორები.
„გვყავს როგორც ინდივიდუალური სტუმრები, ასევე ტურისტული ჯგუფები. ვთანამშრომლობთ გიდებთან, რომლებიც ტურისტებს ჩვენამდე მოჰყავთ. სტუმრები გვყავს თითქმის ყველა ქვეყნიდან – განსაკუთრებით ინდოეთიდან, აზიის ქვეყნებიდან, აშშ-დან, ევროპიდან და მეზობელი ქვეყნიდან, რუსეთიდან“, – აღნიშნავს ქათამაძე.
ინფორმაციისთვის, „მუკუზანი ღვინის სარდაფი“ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. კომპანია კახეთში, სოფელ მუკუზანში 10 ჰექტარზე გაშენებულ ვენახს და რამდენიმე ბრენდს ფლობს: Mukuzani Wine Cellar, Lomiauri Estate და EsCargot.




























