მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვხედავთ შესაძლებლობებს ზრდისთვის - მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი, როლანდ პრაისი იმ შესაძლებლობებზე საუბრობს, რასაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს და რეგიონს მოუტანს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი ქვეყანას სუფთა ენერგიის მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

"საქართველო განსაკუთრებით კარგი ადგილია თავისი გეოგრაფიული მდებარეობის და ენერგეტიკული რესურსების გამო იმისთვის, რომ ენერგიის ვაჭრობიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობით ისარგებლოს. ვხედავთ, რომ მსოფლიო ბანკი და განვითარების სხვა პარტნიორები ეხმარებიან საქართველოს ამის მიღწევაში.

რეგიონული დაკავშირებადობა დისკუსიის არსებითი საკითხი იყო ამ დილით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს არაა მხოლოდ კაბელი ენერგიის გატარებისთვის, ესაა კაბელი, რომელიც რეალურად საშუალებას მისცემს სუფთა ენერგიის განვითარებას საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში და შესაძლებელს გახდის ელექტროენერგიის ვაჭრობას ევროპასთან. რასაც აქ ვხედავთ, არის შესაძლებლობები ზრდისთვის, სამუშაო ადგილებისთვის, რეგიონული კავშირების გაძლიერებისთვის, სამხრეთ კავკასიაში ქვეყნების მდგრადობისთვის",- აცხადებს როლანდ პრაისი.

ცნობისთვის, საქართველო აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას მასპინძლობს, რომელსაც არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენელი ესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები