მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

სს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ქალაქ შენჭენში ჩაფრინდა, სადაც 19 ნოემბერს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან და სი ძინპინთან ერთად სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ეს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება.

ასევე, ვლადიმერ პუტინი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე (APEC) სიტყვით გამოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ორმხრივი შეხვედრა პუტინსა და ტრამპს შორისაც შედგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები