რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრების სერიას განაგრძობს. ამჯერად, ვლადიმირ პუტინი ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს შეხვდა, რომელსაც მან კრემლში უმასპინძლა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ კადიროვი ჯანმრთელობას არ უჩივის და საკმაოდ მხნედ გამოიყურება.
ზუსტად რა საკითხებზე ისაუბრეს ავტორიტარმა ლიდერებმა, უცნობია, თუმცა როგორც კრემლი იუწყება, განხილვის თემა სტრატეგიულ პარტნიორობას და უკრაინის წინააღმდეგ ომს შეეხო.
პუტინის განცხადებით, ის ჩეჩნეთის მოსახლეობის მიმართ მადლიერებას გამოხატავს, რადგან მათ უდიდესი წვლილი გაიღეს რუსეთის სამხედრო ძალების მხარდასაჭერად. სამადლობელი სიტყვის გარდა, პუტინმა ისიც დასძინა, რომ მიზნების მისაღწევად ძალისხმევა უნდა გაიზარდოს და ჩეჩნეთმაც უფრო მეტი მსხვერპლი უნდა გაიღოს.