მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Vodafone-ს უკრაინაში ჯარიმის გადახდა დაეკისრა

649aab4884448
გიორგი თოლორდავა
27.06.23 13:34
568
უკრაინის უზენაესი სასამართლო Vodafone-ის სააპელაციო საჩივარს არ აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო გიგანტს ქვეყნის მარეგულირებლისთვის 1.8 მილიონი გრივნის ($48,000) გადახდა მოწევს.

კომისიის განცხადებით, კომპანიას ბრალად ედება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევა, უფრო კონკრეტულად, ის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა, რის გამოც მომხმარებელი შეცდომაში შედიოდა.

გარდა ამისა, Vodafone-ი არ აწვდიდა მომხმარებელს სრულ ინფორმაციას გადასახადებთან და საკომისიოების მოცულობასთან დაკავშირებით, რის გამოც მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა.

Vodafone-ის მარკეტინგული კამპანია ძირითადად ფასდაკლების აქციებს, ინტერნეტ პაკეტებს და ტელეფონების იაფად შეძენის შესაძლებლობებს უკავშირდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები