მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Vogue: შიდა ქართლი - მეღვინეობის გამორჩეული რეგიონი მსოფლიოში

6347bfc777cde
თათია კაკიაშვილი
13.10.22 11:32
212
“საქართველო მსოფლიოში ღვინის უწყვეტი წარმოების უძველესი რეგიონია,” - ასე მოიხსენიებს Vogue ჩვენს ქვეყანას. ვრცელ სტატიაში შიდა ქართლი მეღვინეობის საუკეთესო 12 რეგიონს შორის, მეორე ადგილზე მოხვდა.

ჟურნალისტი რეიჩელ სიგნერი სტატიაში აღნიშნავს, რომ “ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა მმართველობის ქვეშ იყო, რამაც ღვინის კულტურაზე დიდი გავლენა იქონია. 500-ზე მეტი სახეობიდან, წარმოებაში მხოლოდ ოთხი ყურძნის ჯიში იყო დაშვებული; დანარჩენებს კი საიდუმლოდ ინახავდნენ, ხოლო დამოუკიდებლობასთან ერთად, საქართველომ ხელახლა აღმოაჩინა ღვინის კულტურა და მისი მსოფლიო მასშტაბით გავრცელება დაიწყო”...

სიგნერი ღვინის მოყვარულებს ურჩევს, რომ ჩვენი ქვეყანა, სტუმარ-მასპინძლობის და თვალწარმტაცი ბუნების გარდა, ავთენტური ღვინით ტკბობის საშუალებას იძლევა, რის გამოც საქართველო მეღვინეობის ერთერთი საუკეთესო რეგიონია, რომელსაც ყველა სომელიე აუცილებლად უნდა იცნობდეს. სტატიაში ხაზგასმულია ყურძნის დაწურვის მეთოდი, რომელსაც ქართველები იყენებენ.

“ეს სტილი გულისხმობს თეთრი ყურძნის დაკრეფას და შემდეგ მათ ადუღებას, განსხვავებით წვენის დაუყოვნებლივი დაწნეხვისგან. დუღილი საშუალებას იძლევა, წვენმა ყურძნის კანიდან მიიღოს ფერი, არომატი და ტექსტურა,” - წერს რეიჩელ სიგნერი და დასძენს, რომ ამ პროცესს შედეგად მოსდევს სრულიად განსხვავებული თეთრო ღვინო.

სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ ქართლი, თბილისთან სიახლოვის გამო, შედარებით ადვილი მოსანახულებელია და დედაქალაქიდან გამგზავრებას საათზე ნაკლები სჭირდება.

ჟურნალისტი რეკომენდაციას უწევს ღვინის მარან “მარინას”, რომლის მფლობელებიც სტუმრების მიმართ განსაკუთრებული ზრუნვით და ყურადღებით გამოირჩევიან.

ცხადია, Vogue-ის ყურადღების მიღმა არ რჩება ქვევრის კულტურაც, რომლის ნახვაც ვიზიტორებისთვის თითქმის ყველა მარანშია შესაძლებელი.

რაც შეეხება ავტორიტეტული გამოცემის მიერ ჩამოთვლილ მეღვინეობის საუკეთესო რეგიონებს, მათი სია ასეთია:

1. ესპანეთი, შერი
2. საქართველო, ქართლი
3. იტალია, პულია
4. მექსიკა, ვალე დე გვადალუპე
5. კანადა, ოკანაგანის ველი
6. ვირჯინია, მიდლბურგი
7. შვეიცარია
8. უნგრეთი, სეკსარდი
9. საფრანგეთი, ჩინონი
10. არგენტინა, პედერნალის ველი
11. კალიფორნია, მენდოჩინოს ოლქი
12. საფრანგეთი, ბუგეი და სავოია.