მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვოიაჟერ 365“: საახალწლო პერიოდში მეტწილად ცხელი ქვეყნების მიმართულებებია გააქტიურებული

ტური

„საახალწლო პერიოდში მეტწილად ცხელი ქვეყნების მიმართულებებია გააქტიურებული,“ - ამის შესახებ BM.GE-სთან „ვოიაჟერ 365“-ის გენერალურმა მენეჯერმა, გოგა ქუცნიაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მიმდინარე წელი ჯავშნების მიმართულებით საკმაოდ დატვირთული იყო. თუმცა, მოლოდინია, რომ მომავალი წელი უფრო აქტიური იქნება. საახალწლო პერიოდში ისეთ ქვეყნებზეა მოთხოვნა, როგორიცაა ეგვიპტე, დუბაი, მალდივები, ტაილანდი, დომენიკის რესპუბლიკა და ა.შ.

„მომავალ წელს, გაზაფხულის სეზონის ჯავშნები უკვე დაწყებული გვაქვს და ამჟამინდელი მონაცემებით, ყველაზე აქტიური ევროპის ქალაქებია. მათ შორისაა ვენა, პარიზი, პრაღა, ბუდაპეშტი და სტამბოლი. ხოლო ზაფხულის ჯავშნებს თებერვლიდან ველით. ამასთან, გასულ წლებთან შედარებით, ახალი მიმართულებაა გააქტიურებული. კერძოდ, ტურები ისეთ ეგზოტიკურ ქვეყნებში, როგორიცაა კენია, ტაილანდი, მალდივები და ზანზიბარი.

აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, ავია ბილეთების ფასები 20-30%-ით არის გაზრდილი, რის ერთ-ერთ უმნიშვნელო მიზეზადაც ვფიქრობ, რომ გაძვირებული საავიაციო საწვავის ფასი წარმოადგენს, რომელიც პერმანენტულად იზრდება,“- აცხადებს ქუცნიაშვილი.

მისივე ცნობით, მათმა კომპანიამ პანდემიამდელ პერიოდში არსებულ ნიშნულს დაახლოებით 30-40% გადაასწრო. აეროპორტების განვითარება და მეტი საერთაშორისო აეროპორტის დამატება კი როგორც ტურისტულ კომპანიებზე, ასევე დამსვენებლებზეც დადებითად აისახება და ბაზარს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები