მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volkswagen-ი ჩინური ბაზრისთვის იაფი ელექტრომობილების წარმოებას იწყებს

china

Volkswagen-ი ჩინური ბაზრისთვის იაფი ელექტრომობილების წარმოებას იწყებს. ავტოგიგანტის გენერალურმა დირექტორმა, რალფ ბრანდშტეტერმა განაცხადა, რომ კომპანიაში უკვე მუშაობენ ახალ პლატფორმაზე, რომელზეც ელექტრომობილის საბაზისო ვერსია აეწყობა.

ამ ხაზის ელექტრომობილების საწყისი ღირებულება 19 600 დოლარი იქნება და Volkswagen-ი 4 მოდელის წარმოებას გეგმავს. ყველა მათგანი ჩინეთში არსებულ ქარხნებში აეწყობა.

Volkswagen-ის ხელმძღვანელმა ასევე აღიარა, რომ ჩინური ბაზარი ფასების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და გერმანულ მწარმოებელს ხარჯების ოპტიმიზაცია მოუწევს. საწარმოო ფასების და თვითღირებულების შესამცირებლად კი კომპანიას ახალ, A Main Platform-ის მოდელებში ჩინური კომპონენტების ინტეგრირება მოუწევთ. მაგალითისთვის, მხოლოდ მულტიმედია სისტემისთვის განკუთვნილი ეკრანების შესყიდვა ადგილობრივ, ჩინურ მწარმოებელთან, კომპანიას დაეხმარა დანახარჯი ამ მიმართულებით 37% -ით შეემცირებინა.

A Main Platform-ზე აწყობილი ავტომობილების 2026 წლიდან უნდა გაიყიდოს. ინფორმაციისთვის, 2022 წელს Volkswagen-მა აბსოლუტური ლიდერობა ჩინურ ბაზარზე მის კონკურენტს, ჩინურ BYD-ს დაუთმო. მოთხოვნა ID ხაზის ელექტომობილებზე მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა.

გაყიდვების ერთ-ერთმა ლიდერმა ID.3, მხოლოდ 22-ე ადგილი დაიკავა ჩინურ ბაზარზე რეალიზაციით, ამასთან ფასების მნიშვნელოვანი კლების შემდეგ მოხერხდა ყოველთვიური გაყიდვების 10 000 ერთეულამდე გაზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები