გერმანული ავტომწარმოებელი გიგანტის, Volkswagen-ის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ კომპანიას შესაძლოა დამატებით 50 000 სამუშაო ადგილის შემცირება დასჭირდეს.
შიდა მემორანდუმში, აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმი განმარტავს, რომ არსებული ფინანსური წნეხი გლობალურად კიდევ 50 000 პოზიციის ოპტიმიზაციას იწვევს. ეს გადაწყვეტილება ემატება ადრე გამოცხადებულ გეგმას, რომელიც Volkswagen-ის შვილობილი ბრენდების, Porsche-სა და Audi-ს ჩათვლით, უკვე შეთანხმებულ 50 000-იან შემცირებას ითვალისწინებდა, რაც ჯამურ მაჩვენებელს 100 000-მდე ზრდის.
ოლივერ ბლუმის განცხადებით, მენეჯმენტი ყველა ბრენდის, სტრუქტურული ერთეულისა და რეგიონის ჭრილში აქტიურად სწავლობს, თუ რამდენი თანამშრომლის გათავისუფლებაა რეალურად აუცილებელი და განხორციელებადი.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Volkswagen-ის მოგების მაჩვენებლები გაზრდილმა ტარიფებმა, ჩინეთის ბაზარზე გამწვავებულმა კონკურენციამ და გერმანიაში არსებული საწარმოო ქსელის ეფექტიანობის გაზრდის აუცილებლობამ შეამცირა.




























