Volkswagen-ი მორიგი მსხვილი ავტომწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ევროპის ბაზრის მომარაგებას ჩინეთის ქარხანაში წარმოებული ელექტრომობილებით იწყებს.
მიწოდების ჯაჭვის შეცვლა ევროპის მასშტაბით ფასების მკვეთრი ზრდითა და ენერგორესურსების გაძვირებითაა განპირობებული, რის გამოც კომპანიებს გაცილებით მაღალი ლოგისტიკური ხარჯების მქონე საწარმოზე გადართვა ურჩევნიათ.
საწყის ეტაპზე ჩინეთიდან ექსპორტზე VW-ს შვილობილი ბრენდის, Cupra-ს პირველი ელექტრომობილი Tavascan-ი გავა, რომელიც VW-ს ID პლატფორმაზეა დაშენებული და გერმანული კონგლომერატის კიდევ ერთი სპორტული SUV-ია.
VW-ს ხუთწლიან გეგმაში ჩინეთის ქარხნიდან სხვა მოდელების იმპორტი არ არის გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ მსგავს სტრატეგიას იყენებენ სხვა მსხვილი კომპანიებიც, მათ შორისაა: Tesla, BMW და Renault.