უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონშია. იგი თეთრ სახლში უკვე მივიდა, სადაც მას ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დახვდა.
ორი ქვეყნის ლიდერმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და თეთრს სახლში შევიდნენ.
როგორც ცნობილია, ლიდერები შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ, მათ შორის რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე ტრამპის ცნობით, იგეგმება კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმება და მასზე ხელის მოწერა.




























