უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდებში ჩავიდნენ.
ზელენსკიმ„ფეისბუქში" დაწერა, რომ ვიზიტი უკრაინისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენის თემას მიეძღვნება.
„როგორც ყოველთვის, გველოდება არსებითი მოლაპარაკებები ბატონ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან. მთავარი საკითხია F-16-ები უკრაინისთვის, რათა ჩვენი ხალხი რუსული ტერორისგან დავიცვათ.
ასევე, დღის წესრიგშია გლობალური მშვიდობის სამიტი, მშვიდობის ფორმულა, რომელიც ტერორისტულ სახელმწიფოს პასუხს აგებინებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ნიდერლანდებმა და დანიამ რამდენიმე დღის წინ დაადასტურეს, რომ უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე შეერთებული შტატებისგან თანხმობა მიიღეს.