უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს ამხნევებს და ამბობს, რომ დარწმუნებულია, მალე ყველა შეძლებს სამშობლოში დაბრუნებას.
„დარწმუნებული ვარ, მალე შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს: დაბრუნდით! დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა ქვეყნიდან. დაბრუნდით, რადგან საფრთხე აღარ არსებობს“, - აცხადებს ზელენსკი.




























