მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვოლოდიმირ ზელენსკი: იყო შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ. იმუშავა?!

6226ad618b2bd
თელარა გელანტია
08.03.22 05:00
862
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი, ჯერჯერობით, მიღწეულ შეთანხმებებს არ ასრულებს, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც გვიან ღამით გამოაქვეყნა.

„იყო შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ.

იმუშავა?! ამის ნაცვლად რუსული ტანკები მუშაობდნენ. რუსული "გრადები", რუსული ნაღმები, მათ ის გზაც კი დანაღმეს, რომლითაც ადამიანებისთვის საკვები და მედიკამენტები უნდა მიეწოდებინათ“, - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში, რომელშიც ის რუსულ მხარესთან გამართულ მოლაპარაკებებსაც შეეხო.

“დღეს ბელარუსში მოლაპარაკების მესამე რაუნდი შედგა. სურვილი მაქვს ვთქვა, რომ ეს ბოლოა, თუმცა ჩვენ რეალისტები ვართ და ამიტომ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, სანამ არ გამოვნახავთ საშუალებას, ჩვენს ხალხს ვუთხრათ: ასე მივალთ მშვიდობამდე. ზუსტად მშვიდობამდე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები