მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვოლოდიმირ ზელენსკი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს კიევში იწვევს

6231500fb5937
თელარა გელანტია
16.03.22 06:47
901
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს კიევში იწვევს.

ამის შესახებ ის მორიგ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

"მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოდით აქ, კიევში. აქ შეიძლება საშიში იყოს. ჩვენი ცა ჯერ არ არის დაკეტილი რუსული რაკეტებისთვის და თვითმფრინავებისთვის. ჩვენი არსენალის ჰაერში გაძლიერების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თვითმფრინავები არ მიგვიღია. მაგრამ... თქვენ ნამდვილად იცით, რომ მსოფლიოს ყველა ადამიანის თვალი ახლა ჩვენი დედაქალაქისკენ, უკრაინელებისკენ არის მიმართული. ასე რომ, ვინც ჩვენთან არის, მიიღებს მადლიერებას არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიოს სხვა ერების.

ცნობისთვის: უკრაინაში პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები