უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრაღაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„საგნობრივი მოლაპარაკებები მექნება პრეზიდენტ პეტრ პაველთან, პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან, პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებთან მილოშ ვისტრჩილთან და მარკეტა პეკარევა-ადამოვასთან, შევხვდები მთავრობის, პარლამენტის წევრებს, მედიის წარმომადგენლებს“, - დაწერა ზელენსკიმ ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტამდე.
მისი თქმით, მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში თავდაცვითი მხარდაჭერა, ნატო-ს ვილნიუსის სამიტი, უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებული ვითარება, მშვიდობის ფორმულის რეალიზება და უკრაინის აღდგენა იქნება.