უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთშია. ომის დაწყების შემდეგ ეს არის მისი პირველი ვიზიტი თურქეთში.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს თურქეთის პრეზიდენტთან განიხილავს „მშვიდობის ფორმულას“, უსაფრთხოების გარანტიებს და ე.წ. მარცვლეულის ინიციატივას.
“მოლაპარაკებები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. პოზიციების კოორდინაცია მშვიდობის ფორმულაზე, ნატო-ს სამიტზე, უსაფრთხოების გარანტიებსა და მარცვლეულის ინიციატივაზე. უკრაინის აღდგენა, ჩვენს მრეწველობებს შორის თავდაცვითი კონტრაქტები”, - წერს ზელენსკი.