მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Volvo-ს აქციების ფასი და გაყიდვები გაიზარდა - რა არის წარმატების მიზეზი?

Volvo
BM. GE
24.10.25 23:07
540

შვედური ავტომწარმოებლის, Volvo-ს აქციების ღირებულება, ისევე როგორც მისი გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა. კომპანიამ მესამე კვარტალში $627 მილიონის შემოსავალი მიიღო, რითაც ეკონომისტების მოლოდინებს სრულად გადააჭარბა.

ჩინური Geely Holding-ის საკუთრებაში მყოფმა Volvo Car AB-მ წარმატებული შედეგის დადება ტარიფებისა და მწვავე კონკურენციის პირობებში მაინც მოახერხა. ეს წარმატება კომპანიის მიერ ხარჯთეფექტიანობის რეფორმების გატარებას შეგვიძლია მივაწეროთ. რეფორმების, რომლებიც ოპერაციული ხარჯების შემცირებაზე იყო გათვლილი.

წარმატების მიზეზებზე ავტომწარმოებლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰაკან სამუელსონმაც ისაუბრა. მისი შეფასებით, შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კომპანიის ყველაზე გაყიდვადი მოდელის, XC60-ის ახალი ვერსიის გამოშვება გახდა. კომპანიის აქციების ღირებულება მხოლოდ ხუთშაბათს 28%-ით გაიზარდა და ამჟამად $3.36 დოლარად ივაჭრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები