მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების გამო" - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

მარია

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, "რუსული კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა. მან მწუხარება გამოთქვა, რომ მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა, რომ ის ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია, მაინც მიიღეს.

„ძალიან ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, გააუქმოს პრეზიდენტის ვეტო და გააგრძელოს კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მისი ამჟამინდელი ფორმით საბოლოო დამტკიცება, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა მისი შეუთავსებლობის შესახებ ევროპულ სტანდარტებთან.

ამ ნაბიჯის გადადგმით საქართველოს ხელისუფლებამ სამწუხაროდ უარი თქვა ამ კანონპროექტის უკან გაწვევის საბოლოო შანსზე და უარი თქვა მნიშვნელოვან დიალოგზე. მან უგულვებელყო ვენეციის კომისიის ცალსახა რეკომენდაციები, რომლის ავტორიტეტული სამართლებრივი მოსაზრებები ასახავს ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს.

აქედან გამომდინარე, მე ღრმად ვარ შეშფოთებული კანონის უარყოფით ზემოქმედებაზე ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიულ კონტროლსა და ბალანსზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოსაც",- წერია გენერალური მდივნის განცხადებაში.

ასევე შემაშფოთებელია დაშინების, ძალის არაპროპორციული გამოყენებისა და სტიგმატიზაციის ნარატივების აშკარა დაუსჯელობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა გამოძიონ და უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებაში უნდა იყვნენ მიცემული. ევროპის საბჭო კვლავ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს",- ამბობსევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვი.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მანამდე მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების სახით „ქართული ოცნების“ კანონპროექტი წარუდგინა ეუთო/ოდირის დასკვნის დანართით და ერთი ჩასწორებით - კანონმა იმოქმედოს მხოლოდ ერთი დღით.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა.

აღსანიშნავია, რომ კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე პროცედურაა დარჩენილი: პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს დოკუმენტის ხელმოსაწერად. თუკი ამ ვადაში მან კანონს ხელი არ მოაწერა, კიდევ ხუთი დღის ვადაში, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე, რის შემდეგაც კანონი ამოქმედდება.

სალომე ზურაბიშვილმა "რუსულ კანონს" ვეტო დაადო

სამი მოსმენით დამტკიცებული "რუსული კანონი" სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები