მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაითვალისწინებს თუ არა პრეზიდენტი ვენეციის კომისიის დასკვნას "რუსულ კანონზე" ვეტოში?

გიორგი მსხილაძეე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე ამბობს, რომ „რუსული კანონის“ გაპატიოსნება შეუძლებელია. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ვეტო იურიდიულად და ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული იქნება.

გიორგი მსხილაძე არ აკონკრეტებს რა ჩაიწერება ვეტოში. რაც შეეხება ვენეციის კომისიის შეფასების ვეტოში ასახვას, ის აღნიშნავს, რომ საინტერესოა, რას დაწერს ვენეციის კომისია და ზოგადად, ვეტოებში ხდება ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება, რაც სიახლეს არ წარმოადგენს.

„აუცილებლად დაედება ვეტო. ვეტოში არ იქნება რაიმე სახით მისი შეცვლა ან გაპატიოსნება. კანონის რაიმე ფორმით შეცვლაში შესვლას არ ვაპირებთ, ამაზე საუბარი ზედმეტია.

ვაღიარებთ, რომ ჩვენს ვეტოებში ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის დასკვნას. რამდენიმე ვეტოა, სადაც ვენეციის კომისიის დასკვნები და რეკომენდაციები მთლიანად არის გათვალისწინებული. არ მგონია, რამე ახალს ვამბობდე, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაველოდოთ, ორი კვირაში ნახავთ რა ეწერება ვეტოში“,- ამბობს სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები