მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვუერთდებით ჩვენი ორგანიზაციის ბირთვს, ახალგაზრდებსა და სტუდენტებს და ვგმობთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას" - AIESEC

აისეკი

ახალგაზრდული ორგანიზაცია "აისეკი საქართველოში" ე.წ. "რუსული კანონის" წინააღმდეგ განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს და გმობს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

"აისეკ საქართველოს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ბრწყინვალებისკენ სწრაფვა. ჩვენ ვუერთდებით ჩვენი ორგანიზაციის ბირთვს, ახალგაზრდებსა და სტუდენტებს და ვგმობთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რომელიც ჩამოგვაშორებს ჩვენს მთავარ პრინციპებს. ჩვენ ვდგავართ ხალხის აზრის მხარეს და ვუერთდებით მათ, დავიცვათ საქართველოს ისტორიული არჩევანი, შევინარჩუნოთ თავისუფლება.

აქციების პროცესებში ვართ ჩართულნი და მოგიწოდებთ ყველას, გამოხვიდეთ!

არა რუსულ კანონს! წინ ევროპისკენ!" - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები