პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კლაუდია შეინბაუმს მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
„ვულოცავ კლაუდია შეინბაუმს მექსიკის პირველ ქალ პრეზიდენტად მის ისტორიულ არჩევას. ამ მღელვარე დროში, კიდევ ერთი ქალი ლიდერის ნახვა შთამაგონებელია. მოუთმენლად ველი საქართველოსა და მექსიკის ურთიერთობების გასაძლიერებლად ერთად მუშაობას!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
მექსიკაში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებში ხმების 59% კლაუდია შეინბაუმმა მიიღო და მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.