დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზინდეტად დანიშვნას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ულოცავს.
ომში ჩართული პრეზიდენტი აშშ-სთან აქტიურ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ელის.
"ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას. დღეს არის ცვლილებების დღე, ასევე, უამრავი პრობლემის გადაჭრის იმედის დღე, მათ შორის გლობალური გამოწვევებისა. პრეზიდენტი ტრამპის როლი ყოველთვის გადამწყვეტია.
მის მირ გამოცხადებული პოლიტიკა, მშვიდობა ძალის გზით, იძლევა შესაძლებლობას გააძლიეროს აშშ-ის ლიდერობა და მიაღწიოს გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას, რაც მთავარი პრიორიტეტია. ეს საუკუნე სწორედ ახლა ყალიბდება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ეს იყოს დიდი და წარმატებული საუკუნე დემოკრატიებისთვის და არა მათთვის, ვისაც ჩვენი მარცხი სურს.
გისურვებთ წარმატებას, პრეზიდენტო ტრამპ! ჩვენ ველით აქტიურ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია უზრუნველვყოთ უფრო მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა მსოფლიოსა და ჩვენი ორი ქვეყნისთვის", - წერს ზელენსკი.