მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვულოცავ ქართველ ხალხს, რომ ევროკავშირს უახლოვდება” - უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ოლექსანდ მერეჟკო
BM. GE
11.11.23 12:17
169

უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოლექსანდ მერეჟკო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

როგორც მან BMGTV-სთან საუბრისას განაცხადა, ევროკომისიის რეკომენდაცია ევროპული საბჭოსადმი, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანი ნაბიჯებია ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის.

„ვულოცავ ქართველ ხალხს, რომ მათაც გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. საქართველო ელოდება, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, უკრაინას კი ეს უკვე აქვს, ასე რომ ვულოცავ ქართველ ხალხს, რომ ევროკავშირს უახლოვდება.

ვიცი, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, თუმცა დარწმუნებული ვარ საქართველო წავა ამ გზით და რამდენიმე წელში, ასევე გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენი ქვეყანა და ხალხი, იზიარებს ანალოგიურ ევროპულ ღირებულებებს“, - განაცხადა ოლექსანდ მერეჟკომ.

მან ასევე ისაუბრა, ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაზე ევროსაბჭოსთვის, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ. მისი მოსაზრებით, ეს ფაქტი უკრაინის გამარჯვებაა.

„პირველ რიგში ეს ჩვენთვის დიდი პოლიტიკური და დიპლომატიური გამარჯვებაა, განსაკუთრებით ომის დროს. რუსული აგრესიის პირობებში, ეს გვაძლევს იმედს და ბუსტავს ჩვენს მორალს და ბრძოლას რუსეთის შემოჭრის პირობებში. ამ პროცესის დასაწყისი ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში, იმედია რამდენიმე წელიწადში, ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები“, - განაცხადა უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ავტორი: სალომე მათიაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები