თბილისის მერი, კახა კალაძე ქართველ ხალხს "ქართული ოცნების" მიერ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
მისი განცხადებით, "როგორც არასდროს, დღეს ჩენს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი".
"ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ახალი პრეზიდენტის არჩევას. მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას და იბრძოდა ქვეყნის გამარჯვებისთვის. როგორც არასდროს, დღეს ჩენს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი. იმედი მაქვს, ახალი პრეზიდენტი გადადგამს ყველა ნაბიჯს საზოგადოების გაერთიანებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის და საქართველოს გაერთიანებისთვის. მინდა, მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა, ვუსურვო მას წარმატებები ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ",- დაწერა კალაძემ სოციალურ ქსელში.