წალენჯიხის მერიამ ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 531 060 ლარი იქნება.
ტენდერი აუქციონის გარეშე მიმდინარე წლის 7 თებერვალს გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 17 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება.
სამუშაოს შესრულების ადგილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სალიას ქუჩა. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა კი, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს შეადგენს.
საინჟრინრო- გეოლოგიური დასკვნიდან ირკვევა, რომ წალენჯიხაში სალიას ქუჩაზე ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა შპს ,,საბა”-ს დაკვეთით, შ.პ.ს. ,,NEW GEOLOGY”-ის მიერ 2020 წლის დეკემბერში ჩატარდა.