მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხის მერია სკოლებში პირველკლასელთა კვებას დააფინანსებს

639cbead7f80f
ალა ისპირიანი
17.12.22 00:00
726
წალენჯიხის მერია სკოლებში პირველკლასელთა კვებას დააფინანსებს. ამის შესახებ წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა Bm.ge-სთან განაცხადა.

მისი თქმით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის პირველკლასელის კვებისთვის, მომავალი წლის ბიუჯეტში, ჯამში, 220 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც დღგ-ის ნამატიდან დაფინანსდება.

„ბაღიდან სკოლაში ადაპტაცია ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბაღში ისინი კვებას არიან მიჩვეულები და როდესაც ბავშვი სკოლაში სიარულს იწყებს, შეიძლება, ყველა მშობელს საშუალება არ ჰქონდეს, რომ კვებისთვის თანხა მისცეს. დიდი ხანია, გვინდოდა, მათი კვების დაგვეფინანსებინა, რადგან ვიცით, ბევრი ოჯახი ხელმომჭირნედ ცხოვრობს, მათი შვილები კი კვებით უზრუნველყოფას საჭიროებენ, მაგრამ მცირე ბიუჯეტიდან გამომდინარე, შესაბამისი სახსრები არ გვქონდა.

2022 წელს ბოლოს გარკვეული ნამატი გაგვიჩნდა. საქართველოს მასშტაბით, გარკვეული თანხები იქნა გადანაწილებული ყველა მუნიციპალიტეტისთვის, ეს არის დღგ-ს ნამატი და ამ ნამატიდან 220 ათასი ლარით, ვფიქრობთ, პირველკლასელების კვება დავაფინანსოთ.

ბიუჯეტის დინამიკა წლების მანძილზე ზრდადია და იმედი გვაქვს, ზრდის მაჩვენებელი შენარჩუნდება და მომავალშიც გავაგრძელებთ უფასო კვების პროგრამას“, - განაცხადა ივანე ბურდულმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები