წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი კორნელი სალია აირჩიეს.
კენჭისყრაში საკრებულოს 15 წევრი მონაწილეობდა, საიდანაც 14-მა მხარი სალიას დაუჭირა, 1 ხმა კი გაბათილდა.
საინფორმაციო სააგენტო Timer.ge-ის ინფორმაციით, „ქართული ოცნების” წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
წალენჯიხა ერთდაერთი ქალაქია, რომელსაც ოპოზიციონერი მერი ჰყავს. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მერის არჩევნებში გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.




























