მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალკის კანიონზე ეკოტურისტული სივრცე მაისში გაიხსნება

6201206f160fd
მარიამ იზორია
07.02.22 20:26
2505
წალკის კანიონზე ეკოტურისტული სივრცე მიმდინარე წლის მაისში გაიხსნება. პროექტზე კომპანია Kass Land-ი მუშაობს. როგორც bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა ეკატერინე თორდიამ განუცხადა, ამ დროისთვის მშენებლობის უმეტესი ნაწილი დასრულებულია.

“სამშენებლო სამუშაოების უმეტესი ნაწილი დასრულებულია. ამ ეტაპისთვის გარე მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. გახსნა მიმდინარე წლის მაისში იგეგმება”, - განმარტავს კომპანიის დირექტორი.

შეგახსენებთ, ებრაული კომპანია Kass Land-ი საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე, წალკის კანიონზე 120 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიციას ახორციელებს. პროექტი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს და 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდს, სასტუმროს, რესტორანს, “ზიპლაინს”, ველობილიკს, სპას, ღია და დახურულ აუზებსა და სასადილო სივრცეებს აერთიანებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები