მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

წარდგენილი ელჩი რეგიონს კარგად იცნობს - დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი “ნეტგაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოში წარდგენილ ახალ ელჩზე საუბრობს. როგორც კელი დეგნანი ამბობს, რობინ დანიგენი კარგად იცნობს რეგიონს და მის “ყველაზე რთულ პრობლემას”.

“ელჩის პოზიციაზე წარდგენილი [რობინ] დანიგენი ერთ-ერთი საუკეთესო, ძალიან გამოცდილი დიპლომატია. ამჟამად ის არის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში. ასე რომ, საკმაოდ კარგად იცნობს ამ რეგიონს, ისევე როგორც, ერთ-ერთ ყველაზე რთულ პრობლემას მთელი რეგიონისთვის, ევროპისთვის. ვფიქრობ, ის ძალიან აღფრთოვანებულია საქართველოში ჩამოსვლით და ვფიქრობ, თქვენ ის მოგეწონებათ”,-ამბობს დეგნანი.

თებერვალში ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რობინ დანიგენი წარადგინა.

რობინ დანიგენი, ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები