Google-ის მფლობელი Alphabet-ის შვილობილი კომპანია Waymo, რომელიც რობოტი ტაქსების სერვისს ავითარებს, მიმდინარე დაფინანსების რაუნდზე მოელის, რომ დამატებით $16 მილიარდ დოლარს მოიზიდავს.
თუ ინვესტორებთან მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის, კერძო კომპანიის შეფასება $110 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
არსებული ინფორმაციით, დაფინანსების 3/4-ის მიღებას Waymo ისევაც Alphabet-ისაგან მოელის, თუმცა $4 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვაზე მოლაპარაკებები ახალ ინვესტორებთან, მათ შორის Dragoneer-თან, Sequoia Capital-თან და DST Global-თან მიმდინარეობს. პროცესში ჩართულები არიან კომპანიის ამჟამინდელი თანაინვესტორები, Andreessen Horowitz-ი და აბუ-დაბური კომპანია Mubadala.
რაც შეეხება თავად Waymo-ს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კომპანიამ სერვისის საცდელ რეჟიმში შეთავაზება მომხმარებლებისთვის მაიამიშიც დაიწყო, რაც ადასტურებს, რომ მან მარეგულირებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლო და მომსახურების უფრო მეტი შტატისთვის მიწოდების უფლება მოიპოვა.
ამჟამინდელი მონაცემებით, Waymo-ს ე.წ. რობოტაქსით 20 მილიონჯერ ისარგებლეს. არსებული ინფორმაციით, $94 მილიარდად შეფასებული კომპანიის წლიური შემოსავალი მხოლოდ $350 მილიონი დოლარია, თუმცა Alphabet-ში მოელიან, რომ რობოტი ტაქსების სტარტაპი საფონდო ბირჟაზე გასვლისა და საჯარო კომპანიად დარეგისტრირების შემდეგ გაცილებით შემოსავლიანი გახდება.




























