მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WazirX-ის კრიპტოვალუტა Binance-ის სავაჭრო პლატფორმიდან ჩაიხსნა

wazirx

მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟა Binance-მა საკუთარი პლატფორმიდან WazirX-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის ჩახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებისთვის WRX ტოკენით ვაჭრობა ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ამ ამბის გავრცელების შემდეგ, კრიპტოაქტივის ღირებულება თითქმის 70%-ით დაეცა, რადგან ინვესტორებმა ისედაც რეპუტაციაშელახული პროექტის მიმართ ნდობა სრულად დაკარგეს.

ზოგადად, WazirX-ის პრობლემები წელს განხორციელებულ კიბერშეტევას უკავშირდება. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, ჰაკერებმა ინდოეთში დაფუძნებული კრიპტობირჟა WazirX-დან დაახლოებით 230 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები მოიპარეს, მათ შორის, ასობით ეთერიუმი და ბიტკოინი.

კიბერშეტევის იდენტიფიცირების შემდეგ, კრიპტობირჟის ხელმძღვანელობამ ოპერაციების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ანალიტიკოსების მტკიცებით, კიბერშეტევის მიღმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერები დგანან, რომლებიც კრიპტოინდუსტრიაში განსაკუთრებით აქტიურობენ.

როგორც ჩანს, ჰაკერებმა კრიპტობირჟის სისტემაში მოახერხეს შეღწევა და იქიდან კრიპტოაქტივების მოპარვა. საერთო ჯამში, ბირჟამ კასტოდიანური პორტფელის თითქმის 45% დაკარგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები