იმედგამაცრუებელი ფინანსური შედეგების გამო, დანიურმა ფარმა გიგანტმა, Novo Nordisk-მა გლობალური სამუშაო ძალის 11%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რაც მსოფლიოს მასშტაბით 9,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გულისხმობს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ რთული გადაწყვეტილების მიზეზი ახალი თაობის წონაში კლების პრეპარატების არაეფექტიანობა და სამომავლო გაყიდვების მოლოდინების შემცირებაა.
მართალია, Ozempic-ისა და Wegovy-ის წყალობით, გასულ წელს კომპანიის საბაზრო შეფასებამ რეკორდულ $642 მილიარდს მიაღწია, თუმცა მას შემდეგ კომპანიას 65%-იანი კლება აქვს, რაც სწორედ ახალი პროდუქტების წარუმატებლობით და კონკურენტების გააქტიურებით არის განპირობებული.
ამჟამად Novo Nordisk-ის კაპიტალიზაცია 237 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ისევ რჩება პლანეტის ერთ-ერთ უმსხვილეს ფარმაკოლოგიურ კომპანიად, თუმცა არა ლიდერად, რა წოდებაც ამჟამად $673-მილიარდიანი კაპიტალიზაციით Eli Lilly-ს ეკუთვნის.




























