საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფიქრობს, რომ მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით კითხვები უკვე „იუმორის ნაწილია“.
ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის შესაბამის კითხვას და ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, პრემიერის პოსტზე გახარია ირაკლი კობახიძემ შეცვალოს.
„წელიწადზე მეტია უკვე ეს კითხვები მესმის - როდის მიდიხართ? დღეს? ხვალ? გუშინ უკვე ხომ არ წახვედით? ჯერჯერობით, მოვდივარ, ხომ ხედვათ?.. ეს არის ჩვეულებრივი რაღაც ჭორები, რომელიც უკვე მომაბეზრებელი გახდა. რაღაც უფრო საინტერესო, შინაარსობრივ თემებზე ხომ შეიძლება ვისაუბროთ? ხომ არ შეიძლება წელიწადნახევრის განმავლობაში, რამდენჯერაც დავდგები ჟურნალისტებთან, კითხვა იყოს - როდის მივდივარ? როდის გადავდგები?.. უკვე იუმორის ნაწილი გახდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




























