"ყველა მუნიციპალიტეტში, ჩემი დავალებით, ტურიზმის სააგენტო მუშაობს ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნაზე, რაც გაზრდის ტურისტების რაოდენობას. წაახალისებს როგორც შიდა ტურიზმს, ასევე უცხოეთიდან ტურისტების შემოსვლას. წელს ჩვენ მოვახერხეთ და, მართვის სტრატეგიით, ეკონომიკის გახსნით და ამავდროულად ვაქცინაციის პირობებში, ტურისტული სეზონი შედგა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ათასობით ადამიანი გაღარიბდა გასულ წელს და შემოსავალი დაკარგა. წელს შედგა ტურისტული სეზონი, ამას სჭირდება შენარჩუნება და გაძლიერება.
ამას გარდა, ვგეგმავთ, 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ მომდევნო წლების განმავლობაში ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. ადგილობრივი წარმოება უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ის, რისი გამოცდილებაც გვაქვს, უნდა აღვადგინოთ ეტაპობრივად. ეს არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი ოცნება, ამოცანა და მიზანი, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და ადგილზე შევქმნათ რაც შეიძლება მეტი გადამამუშავებელი საწარმო, რეალური ინდუსტრია. ამ მიზნით, მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, გამოყოფს 2,5 მილიარდს გამოყოფს და 1300-მდე ახალი საწარმო დაფინანსდება, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება გადანაწილებული. არ იქნება მხოლოდ თავმოყრილი მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეგიონში. ჩვენი ვარაუდით, დამატებით 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას ვგეგმავთ. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა ის მიწის ფართობი, რომელიც ჩვენს პატარა, მაგრამ უნიკალურ და ძალიან ლამაზ ქვეყანას გააჩნია. იქნება ეს თხილის, ჩაის პლანტაციები, მოცვის თუ სხვა კულტურების გაშენება სამეგრელოში, გურიაში და სხვაგან. ყველა რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით, თავისი გადამამუშავებელი საწარმოების, სამაცივრე და შესანახი მეურნეობის განვითარებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.