მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ფრენების 6% გავაუქმეთ, მანამდე ეს მაჩვენებელი 0.3% იყო - Wizz air

6356d345006a9
მარიამ ვარადაშვილი
24.10.22 22:15
630
Wizz Air-ის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვარადი ამბობს, რომ ომის გამო უკრაინიდან თვითმფრინავების გამოიყვანა ვერ შეძლეს.

მისივე თქმით, ომამდე ჯამში ამ ორი ქვეყნის წილი ავიაკომპანიის შემოსავლებში 7%-ს იკავებდა, ომის გამო კი რუსეთის მიმართულებითაც ფრენები სრულად გააჩერეს.

“ომმა პირდაპირი დარტყმა ავიაკომპანიას მიაყენა. იქიდან თვითმფრინავების გამოყვანა ვერ შევძელით, მაგრამ პერსონალის ჩამოყვანა და ჩვენს ქსელში დასაქმება მოვახერხეთ. ყველაზე დიდი პრობლემა ეკონომიკაზე ომის გავლენაა და სანქციების შედეგები, რაც ავიაციის სფეროში საწვავის ფასის ზრდას იწვევს. ასევე, ინფლაციური პროცესების გამწვავება, რამაც შესაძლოა რეცესიამდე მიგვიყვანოს.

რაც შეეხება ომის გავლენას უშუალოდ ავიაკომპანიაზე, რუსეთსა და უკრაინაზე მთლიანი მოცულობების 7% მოდიოდა. კონფლიქტის დაწყების პირველ 3-4 თვეში ამ მოცულობების გადასროლა სხვა ბაზრებზე მოვახდინეთ”,- განაცხადა მან BMGTV-ს ეთერში.

მისივე თქმით, ავიაციის სექტორში არსებული საკადრო კრიზისის გამო ზაფხულში ავიაკომპანიას რეკორდული რაოდენობის ფრენების გაუქმება მოუწია.

“აეროპორტები ძალიან სერიოზულ პრობლემებს განიცდიან და ამის გამო ოპერირების თვალსაზრისით ძალიან რთული ზაფხულის სეზონი გვქონდა. მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო, რადგან პანდემიის შემდეგ ადამიანებს ფრენა უნდოდათ. სწორედ აეროპორტებსა და საწვავის მომწოდებელ კომპანიებში არსებული პერსონალის დეფიციტის გამო გამო ევროპის მასშტაბით ფრენების 6% გაუქმდა. არც ჩვენ გვქონდა იმუნიტეტი ამ სიტუაციაში და საკმაოდ ბევრი ფრენა გავაუქმეთ. ისტორიულად ჩვენი ფრენების შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 99.7% და გაუქმებული ავიარეისების რაოდენობა საკმაოდ დაბალი 0.3% იყო. წელს გავაუქმეთ ფრენების 6%, რაც 25-ჯერ მეტია ჩვენი გაუქმებული რეისების რაოდენობისა. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ვიმეორებ გამონაკლისი ვერ ვიქნებოდით. იმედი მაქვს, რომ მომსახურე კომპანიები დაძლევენ ამ პრობლემას და გამოსწორდება არსებული ვითარება, თუმცა არ ვფიქრობ რომ ეს გამოწვევა მომავალი ზაფხულისთვის სრულად იქნება დაძლეული”,- აცხადებს Wizz air-ის გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები