მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს მომსახურების სფეროს 2000-მდე წარმომადგენელი გადამზადდა - ტურიზმის ადმინისტრაცია

61cb0335782cd
ინგა მურუსიძე
28.12.21 17:50
419
პანდემიის პერიოდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის გადამზადების პროგრამებს აქტიურად აგრძელებს.

2021 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსების, კვების ობიექტებისა და აგროტურიზმის სფეროს 2000-მდე წარმომადგენელი გადამზადდა.

როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, პანდემიის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევაში, კერძო სექტორის მხარდაჭერისა და ქვეყანაში მომსახურების ხარისხის განვითარების მიზნით, მომსახურების სფეროს წარმომადგენლებმა გადამზადების კურსები გაიარეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების ფორმირება, უსაფრთხოება, ახალი კოვიდ რეგულაციები, ინკლუზიური ტურიზმი Covid19-ის პირობებში და სხვა.

ტრენინგებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სრულიად უსასყიდლოდ მართავს.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები