მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს ქართული სტარტაპების განვითარებაში ₾25 მლნ ჩავდეთ“ - თიბისი ლიზინგი

63af40db86225
თინათინ ნატმელაძე
31.12.22 13:30
717
თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა გაგა გოგუამ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში 2022 წელი შეაჯამა. მისი თქმით, კომპანიამ მიმდინარე წელი 18-20%-იანი ზრდით, 45 მილიონი ლარი უცხოური ინვესტიციის მოზიდვითა და ქართული სტარტაპების განვითარებაში 25 მილიონი ლარის ინვესტირებით დაასრულა.

„საკმაოდ საინტერესო წელი იყო თიბისი ლიზინგისთვის; აღსანიშნავია, რომ სალიზინგო ბაზარი 10%-ით გაიზარდა, ხოლო ჩვენი კომპანია 18-20%-ით, რაც რიცხვებში რომ ვთქვათ, 356 მილიონია და ეს თანხა იმ ბიზნესებსა და აქტივებშია დაბანდებული, რომელიც დღეს ქართულ ეკონომიკას აძლიერებს.

2022 წელს ჩვენი კომპანიის გავლით საქართველოში 45 მილიონი ლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, სამი წლის განმავლობაში კი - 170 მილიონი ლარის ოდენობის, რაც ჩვენ მიმართ სანდოობის გაზრდას გულისხმობს და ჩვენც ამ თანხას იმ კომპანიებისთვის ვიეყენებთ, რომელთაც ვეხმარებით.

ასევე, აღსანიშნია ჩვენი ორი წლის წინ დაწყებული პროექტი სტარტაპების მიმართულებით - წარმოების სფეროში არსებულ სტარტაპებს ვაფინანსებთ, მხარში ვუდგავართ და ვეხმარებით გამოფენებზე მონაწილეობაში. წელს კი ამ სტარტაპების განვითარებაში 25 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია ჩავდეთ", - განაცხადა გაგა გოგუამ.

მისივე ცნობით, პანდემიის დასრულებმა თიბისი ლიზინგს საშუალება მისცა, რომ სტარტაპებს თავიანთი პროდუქციის ფიზიკურ სივრცეში დარეკლამებაში დახმარებოდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო წლევანდელი გამოფენა "ექსპო ჯორჯიაში", სადაც ჩვენი დაფინანსებული სტარტაპები იყვნენ წარმოდგენილი და მათი გაყიდვების ზრდა, როგორც უცხოელების, ისე ქართველების მხრიდან, იქვე დაიწყო და ერთ თვეში უკვე საგრძნობლად კარგი შედეგი დაიდო", - განმარტავს "თიბისი ლიზინგის" დირექტორი.

"თიბისი ლიზინგი" ამ ეტაპზე 150 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები