მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს რაჭულ ყურძენს შაქრიანობის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა - “ღვინუკა”

635e48f05e977
ლიკა გურაბანიძე
30.10.22 14:30
618
ღვინის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიის “ღვინუკას” დამფუძნებელი ზურა მაისაშვილი bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ზაფხულის ცხელი და ოქტომბრის წვიმიანი ამინდებიდან გამომდინარე, 2022 წელს რაჭაში მოწეული მოსავლის ხარისხი გასულ წელთან შედარებით დაბალი იყო.

მაისაშვილის თქმით, წელს ყურძენს 2021 წელთან შედარებით შაქრიანობის უფრო დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა.

“არამხოლოდ ჩვენ, ზაფხულში არსებული გვალვებიდან გამომდინარე, ზოგადად რეგიონმა ჯამურად დაახლოებით 20-25%-ით ნაკლები მოსავალი მიიღო, ვიდრე 2021 წელს. 2021 წელს ალექსანდროულის და მუჯურეთულის მოსავალი 2 500 ტონამდე იყო, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1 800-დან 2000 ტონამდე დასტაბილურდა. ამასთან, წელსაც 1 კგ ყურძნის ჩასაბარებელი ფასი გასული წლის მსგავსად, 7 ლარი იყო.” - აღნიშნა მაისაშვილმა.

“ღვინუკას” დამფუძნებლის განმარტებითვე, ტურიზმის ზრდამ და პანდემიის შემსუბუქებამ, მათი ღვინის გაყიდვები წელს, შარშანდელთან შედარებით 20-25%-ით გაზარდა.

ამასთან, როგორც მაისაშვილი ამბობს, ღვინის მწარმოებელი კომპანია ახლა გარდამავალ პერიოდშია და ის უახლოეს მომავალში ბიოღვინის ჩამოსხმას დაიწყებს. ცნობისთვის, კომპანია 2022 წელს დაფუძნდა და ის ექსპორტს ისეთ ქვეყნებში ახორციელებს, როგორიცაა - ნიდერლანდები, ბელგია, ჩეხეთი და სერბეთი. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები აშშ-სთან, გერმანიასთან და საფრანგეთთანაც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გადამუშავებულია 1570 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 1300-მდე მევენახემ ჩააბარა; ხოლო მიღებულმა შემოსავალმა 11 მლნ ლარს მიაღწია. მიმდინარე წელს, რაჭაში ჯამში რეგისტრირებული 60-ზე მეტი კერძო კომპანია იყო. რთველის პროცესში კერძო საწარმოების აქტიური ჩართულობისა და სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები