მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს სამთავრობო ვალი, დაახლოებით, მშპ-ის 55%-ზე ჩამოვა - პრემიერი

60d5fd08cba42
თელარა გელანტია
25.06.21 19:56
488
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამთავრობო ვალის მშპ-თან არსებული 60%-იანი თანაფარდობა წელს, დაახლოებით, 55%-იან მაჩვენებელზე ჩამოვა.

ამის შესახებ მან პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პანდემიის გამო სახელმწიფო ვალის გაზრდას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე ამოცანა უნდა იყოს, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში, დავუბრუნდეთ პანდემიამდელ პერიოდის მაჩვენებელს, რომელიც არის, დაახლოებით, 40%.

„წელსვე ჩვენ შევამცირებთ 60%-იან მაჩვენებელს და ჩვენი ვარაუდით, ჩამოვალთ, დაახლოებით, 55%-ზე. ამას გარდა, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, უახლოეს რამდენიმე წელიწადში, დავუბრუნდეთ პანდემიამდელ პერიოდის მაჩვენებელს, რომელიც არის, დაახლოებით, 40%. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები