მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

წელს საქართველომ რეკორდული - $2,1 მილიარდის ფულადი გზავნილი მიიღო -TOP-ქვეყნები

შოთა ტყეშელაშვილი

15.12.21 12:31 957 ნახვა

ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ნოემბერში საქართველოში უცხოეთიდან $207.4 მილიონის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით $37.4 მილიონით ანუ 22%-ით მეტია. წლის პირველ 11 თვეში კი უცხოეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა 2,120,000,000 დოლარი შეადგინა, რაც ფულადი გზავნილების რეკორდული მოცულობაა და წინა წელთან შედარებით 26%-ით მეტია. ეს ნიშნავს, რომ საქართველო წელს უფრო მეტად არის დამოკიდებული ემიგრანტთა მიერ უცხოეთიდან გადმოგზავნილ სახსრებზე, რაც თავის მხრივ საქართველოს გაზრდილ სამუშაო მიგრაციაზე მეტყველებს.

ქვეყნებს შორის გზავნილებში პირველ ადგილს კვლავ რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 11 თვეში 372 მილიონი გადმოირიცხა, რაც წლიურად 15%-ით გაიზარდა. $348 მილიონი შემოვიდა იტალიიდან, საიდანაც ზრდის ტემპი 31%-ია. ასევე 31%-ით გაიზარდა ამერიკული ფულადი გზავნილებიც და ის $258 მილიონს გაუტოლდა. სრულად ტოპ-დონორი ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

ფულადი გზავნილების სტატისტიკა - TOP-20 ქვეყანა:

1. რუსეთის ფედერაცია - $372 მილიონი, მატება წინა წელთან 15%
2. იტალია - $348 მილიონი, მატება წინა წელთან 31%
3. აშშ - $258 მილიონი, მატება წინა წელთან 31%
4. საბერძნეთი - $220 მილიონი, მატება წინა წელთან 12%
5. ისრაელი - $169 მილიონი, მატება წინა წელთან 20%
6. გერმანია - $102 მილიონი, მატება წინა წელთან 54%
7. თურქეთი - $96.4 მილიონი, მატება წინა წელთან -1%
8. უკრაინა - $84.9 მილიონი, მატება წინა წელთან 9%
9. აზერბაიჯანი - $78.4 მილიონი, მატება წინა წელთან 63%
10. ესპანეთი - $50.1 მილიონი, მატება წინა წელთან 16%
11. ყაზახეთი - $48.4 მილიონი, მატება წინა წელთან 188%
12. საფრანგეთი - $34.2 მილიონი, მატება წინა წელთან 37%
13. პოლონეთი - $29.6 მილიონი, მატება წინა წელთან 19%
14. ყირგიზეთი - $25.9 მილიონი, მატება წინა წელთან 280%
15. კანადა - $20.1 მილიონი, მატება წინა წელთან 25%
16. გაერთიანებული სამეფო - $19.1 მილიონი, მატება წინა წელთან 14%
17. ირლანდია - $18.4 მილიონი, მატება წინა წელთან 45%
18. კვიპროსი - $14.9 მილიონი, მატება წინა წელთან 25%
19. სომხეთი - $11.7 მილიონი, მატება წინა წელთან 11%
20. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $10.3 მილიონი, მატება წინა წელთან 23%

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 21-ე ადგილზეა. ქვეყნის ეკონომიკის 13.3%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი სახსრები აგენერირებს. ამ თანხების გარეშე კი ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნის ზომა ბევრად მცირე იქნებოდა.
საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები