მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, სავარაუდოდ, Check in Georgia არ იქნება

5e84f851b5d7d
თელარა გელანტია
02.04.20 00:21
2615
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიმდინარე წელს, სამწუხაროდ, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი აზრს დაკარგავს. მათ შორის შეიძლება იყოს მაგალითად, “Check in Georgia”.

ამის შესახებ გახარიამ “იმედზე” განაცხდა, სადაც ეკონომიკის მხარდასაჭერად დღეს დაანონსებული 2 მლრდ ლარის მობილიზებაზე ისაუბრა.

„ჩვენ სერიოზული ეკონომია გვაქვს უკვე ბიუჯეტში გაკეთებული. მიმდინარე ხარჯების გარდა, რამდენიმე ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტია, და საბიუჯეტო ხარჯები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ წლის ბოლომდე აზრს დაკარგავს. ისეთები როგორიც არის მაგალითად, “ჩექინ ჯორჯია“, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო ტურიზმის განვითარებაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, “ჩექინ ჯორჯიასთვის” 2020 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარი იყო ჩადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები