მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს ყველაზე მეტ მგზავრს Turkish Airlines და Wizz air მოემსახურნენ

6322d88460f23
მარიამ ვარადაშვილი
15.09.22 13:44
702
მიმდინარე წლის 8 თვეში ქართულ ავიაბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიებიდან Turkish Airlines ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა და მას გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაში ბაზრის 12% უკავია. 12%-იანი წილი უჭირავს უნგრულ ბიუჯეტურ ავიაკომპანია Wizz air-ს, რომელიც მოცემულ პერიოდში Turkish Airlines-თან შედარებით 8 ათასით ნაკლებ მგზავრს მოემსახურა. ინფორმაცია BM.GE-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან მიაწოდეს.

8 თვეში რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

Turkish Airlines - 12% (344 519 მგზავრი);
Wizz Air - 12% (336 380 მგზავრი);
Pegasus - 9% (251 747 მგზავრი);
Belavia - 6% (164 760 მგზავრი);
Flydubai - 6% (156 891 მგზავრი);
Flynas airline - 5% (129 632 მგზავრი);
Israir Airlines - 5% (129 002 მგზავრი);
Azerbaijan airlines - 4% (118 594 მგზავრი);
Air Arabia - 3% (92 942 მგზავრი);
Flyarestan - 3% (91 343 მგზავრი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები