მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერტილი უნდა დაესვას კორუფციას, რომელიც მრავალმხრივია - ეკატერინე ეგუტია

6495c30e239f0
თელარა გელანტია
23.06.23 22:00
572
იურიდიული ფირმა EK Law Office-ის თანადამფუძნებელ ეკატერინე ეგუტიას განცხადებით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას კორუფციას.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„წერტილი უნდა დაესვას კორუფციას. კორუფცია კი მრავალმხრივია. კორუფციაა ჩაწყობა, უსამართლოდ ვიღაცის დაწინაურება, გაშვება და ა.შ. კორუფცია კლავს ქვეყანას. კორუფცია რომ არის გადაფურჩქნული, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში, სხვა სტრუქტურებში პრობლემის საწინდარი სწორედ ეს არის“, - თქვა ეკატერინე ეგუტიამ.

იურიდიული ფირმა EK Law Office-ის თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა, რადგან მართლმსაჯულება დემოკრატიის ქვაკუთხედია.

„სასამართლო სისტემა როდესაც მიუკერძოებელია, ყველა სხვა სტრუქტურა წესრიგშია, რადგან ხელისუფლების ერთ შტოს ეშინია, რომ მას პასუხს აგებინებს სასამართლო, ამიტომ ის ბედავს თვითნებობას, რადგან იცის, რომ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს უბრალოდ გაუუქმებს.

ქვეყანაში როცა დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს, ყველა სხვა სტრუქტურა პარალელურად ლაგდება; იმიტომ კი არა, რომ მორალურად გამოსწორდება ის ჩინოვნიკი, არამედ ხელისუფლების შტოები დააბალანსებენ ერთმანეთს. მას ექნება კონკრეტული ინსტანციის შიში და ეცოდინება, რომ როდესაც უკანონობას ჩაიდენს, დაისჯება“, - განაცხადა ეკატერინე ეგუტიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები